მხოლოდ მის მიმართ არსებული პატივისცემის გამო არ მივედი დაკრძალვაზე - ნინო წილოსანი
ოპერატორები, ჟურნალისტები, მედიამენეჯერები, ექიმები და ამ ქვეყნის მოქალაქეები -დღეს ყველა ლექსო ლაშაქრავას გლოვობდა, თუმცა ,,ქართულმა ოცნებამ" დაკრძალვაზე მისვლა საჭიროდ არ ჩათვალა. პანაშვიდზე მმართველი გუნდიდან არავინ გამოჩენილა.
უმრავლესობისნ დეპუტატი, ნინო წილოსანი, აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე მისვლას შესაძლოა, მოჰყოლოდა გარკვეული პროვოკაციები, დაძაბულობა და დაპირისპირება. ამიტომაც არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოჩენილიყონ იმ სივრცეში, სადაც ეს მოვლენები მიმდინარეობდა.
ლექსოს დაკრძალვის დღეზე ჩემი იქ არყოფნა მხოლოდ ერთი ფაქტით იყო გამოწვეული, პატივი მეცა მისი გარადაცვალებისთვის და ჩვენი იქ ყოფნა არ ყოფილიყო წინაპირობა იგივე დოზის დაპირისპირების და პოპულიზმის, რასაც ჩვენ წინა დღეებში ვხედავდით. ჩვენი მისდამი დიდი პატივისცემის გამო ავერიდეთ ამგვარი სცენების მოწყობას -ამბობს ნინო წილოსანი.
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რამდენიმე საათის წინ საბურთალოზე, ტრაგიკულად დაღუპული მამის გვერდით, დაკრძალეს.