ხელისუფლება მალე დაინახავს გაბრაზებული მედიის ძალას - ინგა გრიგოლია

13.07.21 18:14
ხელისუფლება მალე დაინახავს გაბრაზებული მედიის ძალას - ინგა გრიგოლია

ყველას მინუს ხელისუფლება - ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ლეგიტიმური კითხვა აქვს, რატომ არ მოვიდა მმართველი გუნდი  ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის დაკრძალვაზე. ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ხელისუფლება გაბრაზებული მედიის ძალას დაინახავს.

რატომ დაეწყო ტკივილები, რატომ დასჭირდა საავადმყოფოში, თუ მის მიღმა, შეიძლება გასაყუჩებლად წამალი? ჩვენ დავუპირიპირდებით ამ ბინძურ პროპაგანდას, რომელიც მიცვალებულს აუგორეს. როგორია გაბრაზებული მედიის ძალა, ამას ნახავენ და დაინახავენ თავად.

 ერთი კითხვა მაქვს, სალომე ზურაბიშვილი იყო პირველ დღეს მოსული, სად იყო ხელისუფლება? რატომ არ მოვიდა რომელიმე მაინც ხელისუფლების წარმომადგენელი? ეს ხომ მათი მხრიდან იმაზე მეტყველებს, რომ მათ აქვთ დანაშაულის განცდა? თუ ეს განცდა არა აქვთ, მაშინ მოვიდოდნენ და მიუსამძიმრებდნენ - ამბობს ინგა გრიგოლია.