ვისთან დავიცვათ ბალანსი, რუსულ მთავრობასთან, დუგინის წახალისებულ საზოგადოებასთან? - ნინო ჟიჟილაშვილი

13.07.21 18:56
ვისთან დავიცვათ ბალანსი, რუსულ მთავრობასთან, დუგინის წახალისებულ საზოგადოებასთან?  - ნინო ჟიჟილაშვილი

რახან გვიბიძგეს და იძულებული გაგვხადეს, გამოწვევა უნდა მივიღოთ და ბრძოლის წინა ხაზზე ვიყოთ - ამის შესახებ ,,ფორმულას" ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა, განაცხადა. მისი თქმით, ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალება და 5 ივლისს ჟურნალისტების ცემა იყო შეტევა ქართულ დემოკრატიაზე და მედიამ ეს გამოწვევა უნდა მიიღოს.

გუშინ ხომ წამოსცდა პრემიერს დასჯაო, ხომ წამოსცდა? ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ის, რაც მას ტვინში ჰქონდა, სადამსჯელო ოპერაცია, მას ეს წამოსცდა, ფაქტობრივად თქვა ეს სიტყვა და მერე შეასწორა. ეს იყო შეტევა ქართულ დემოკრატიაზე, ამ ქვეყნის მონაპოვარზე და ჩვენ ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ, რახან ჩვენ გაგვხადეს იძულებული, გვიბიძგეს, ვიყოთ ამ ფრონტის წინა ხაზზე, სხვა გზა არ გვაქვს, უნდა მივიღოთ. სახლებში ვიყოთ და სიტყვები შევარჩიოთ? კლასიკური გაგებით ვიმუშავოთ და სად დავიცვათ ბალანსი? ჰომოფობიურ ჯგუფებთან, რუსულ დაჯგუფებებთან, რუსულ მთავრობასთან, დუგინის წახალისებულ და გამხნევებულ საზოგადოებასათან? ეს წარმოუდგენელია - ამბობს ნინო ჟიჟილაშვილი.

კრიტიკული ტელევიზიების მედიამენეჯერების გადაწყვეტილებით, აქციები პრემიერისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ხვალიდან გაგრძელდება. დღეს აქცია ტვ პირველის ოპერატორის დაკრძალვის გამო დროებით შეჩერებული იყო.