ჩემს შვილთან ერთად დაგტირი, ღირსეულო ქართველო! - გიგა ოთხოზორიას დედის მიმართვა

13.07.21 19:20
 ჩემს შვილთან ერთად დაგტირი, ღირსეულო ქართველო! - გიგა ოთხოზორიას დედის მიმართვა

,,ვეკითხები იმ ,,ვაი პატრიოტებს,, რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში?"  რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია, სოციალურ ქსელში 5 ივლისის მოვლენებს ეხმიანება და კითხვას უსვამს რადიკალური დაჯგუფებების წევრებს.

5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ ,,ვაი პატრიოტებს,, რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში?  რაში მოიხმართ იმ თანხას,რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს.
მეცოდება თქვენი შვილებიც...
 ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი, ღირსეულო ქართველო! - წერს ჯულიეტა ჭანტურია.