ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულებს შორის რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილია

10.05.24 00:24
ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულებს შორის რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილია

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ხალხის მსვლელობა იყო, რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს, სადაც აბდუშელიშვილი შენი დილის წამყვანია. 

პოლიციამ მსვლელობაზე, რომელიც უჩა აბაშიძის დაკავებას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

აქციის მონაწილეების თქმით, მინიმუმ, 7 ადამიანია დაკავებული. მომიტინგეები ყვებიან, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებდა მოქალაქეებს:

 

მსგავსი სიახლეები