მყისიერი საფრთხე ტელევიზიისთვის - რატომ არ მიდის პოლიცია ტვ პირველში და რას ამბობენ 112-ში?

10.05.24 01:44
მყისიერი საფრთხე ტელევიზიისთვის - რატომ არ მიდის პოლიცია ტვ პირველში და რას ამბობენ 112-ში?

მყისიერი საფრთხე ტელევიზიისთვის - ტვ პირველის ახლოს საპატრულო პოლიციის ერთი მანქანა გამოჩნდა, თუმცა შენობასთან არ მისულა და გამოძახების მისამართზე არ მისულა.

45 წუთზე მეტია, რაც პატრული გამოიძახა ნოდარ მელაძემ და ჩააყენა საქმის კურსში მყისიერი საფრთხის შესახებ. 112-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია გადაცემულია საპატრულო პოლიციისთვის, თუმცა მათთვის უცნობია, რამდენ ხანში მივლენ სამართალდამცავები.

საპატრულო პოლიცია არ მოვიდა, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ ადამიანების დევნის, ცემის, ჩასაფრების და ნიღბიანების თარეშის უკან დგას თავად ხელისუფლება, იმიტომ, რომ ჩვენ მათ მივაწოდეთ ჩასაფრების შესახებ ინფორმაცია და პირდაპირ ეთერში ნაციონალურმა მაუწყებელმა ვაჩვენეთ ამ ჩასაფრების დამადასტურებელი კადრები, რომელზეც რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ,“ - ამბობს მელაძე. 

00:51 საათზე ნოდარ მელაძე დაუკავშირდა ქეთევ ან კოვზიაშვილს - შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჩასაფრებაზე საქმის კურსში ჩააყენა.

00:55 საათზე კი შეტყობინება შევ იდა 112-ში ტელეკომპანია პირველში ნიღბიანი პირების ჩასაფრების შესახებ.

112-ზე შეტყობინების შესვლის მიუხედავად, პოლიცია ტვ პირველის შენობაში არ მისულა. მყისიერი საფრთხის შესახებ შესული ინფორმაციიდან, დაახლოებით, ნახევარი საათია გასული, თუმცა საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე.

ჩასაფრება ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე - ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები იმყოფებოდნენ.

მელაძის თქმით, ორივე ავტომობილი დაქოქილ მდგომარეობაში დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იდგა. მელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ტელევიზიის შიდა ტერიტორიაზე შევიდა.

 

მსგავსი სიახლეები