"ბეზპრიდელია" - გრიგოლია ტვ პირველის ტერიტორიაზე მოწყობილ ჩასაფრებაზე

10.05.24 02:12
"ბეზპრიდელია" - გრიგოლია ტვ პირველის ტერიტორიაზე მოწყობილ ჩასაფრებაზე

"ბეზპრიდელია" - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტვ პირველის ტერიტორიაზე მოწყობილ ჩასაფრებას. ამბობს, რომ ხელისუფლება 90-იან წლებს და დაპირისპირებას მოქალაქეებს შორის ვერ დააბრუნებს.

დუმილი კლავს - ამბობს ინგა გრიგოლია.

მათ ენაზე ვიტყვი - "ბეზპრიდელია“ - რუსულ-მაფიოზური მართვა ქვეყნის, რუსულ-მაფიოზური წესებით, "ბეზპრიდელი" – 90-იანების არეულობა თუ უნდათ, სამოქალაქო დაპირისპირებამდე თუ უნდათ მიიყვანონ ეს ქვეყანა, ვერ მიიყვანენ - ჩასაფრებული ჯგუფები ადამიანებს რომ ესხმიან თავს, რომ ასისხლიანებენ, კლინიკებში რომ გადაყავთ ადამიანები, ჯერ ერთი, შიშს ვერავისში დათესავენ, გარდა იმისა, რომ ვერავის შეაშინებენ, ვერც სამოქალაქო დაპირისპირებამდე ვერ მიიყვანენ ქვეყანას“ - ამბობს ინგა გრიგოლია. 

00:51 საათზე ნოდარ მელაძე დაუკავშირდა ქეთევ ან კოვზიაშვილს - შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჩასაფრებაზე საქმის კურსში ჩააყენა.

00:55 საათზე კი შეტყობინება შევ იდა 112-ში ტელეკომპანია პირველში ნიღბიანი პირების ჩასაფრების შესახებ.

112-ზე შეტყობინების შესვლის მიუხედავად, პოლიცია ტვ პირველის შენობაში არ მისულა. მყისიერი საფრთხის შესახებ შესული ინფორმაციიდან, დაახლოებით, ნახევარი საათია გასული, თუმცა საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე.

ჩასაფრება ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე - ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები იმყოფებოდნენ.

მელაძის თქმით, ორივე ავტომობილი დაქოქილ მდგომარეობაში დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იდგა. მელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ტელევიზიის შიდა ტერიტორიაზე შევიდა.

 

მსგავსი სიახლეები