მყისიერი საფრთხე ტელევიზიისთვის - გავიდა 70 წუთი, პოლიცია არ ჩანს
მყისიერი საფრთხე ტელევიზიისთვის - გავიდა 70 წუთი, პოლიცია ამ დრომდე არ ჩანს. რამდენიმე წუთის წინ, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსს დაუკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახის წარმომადგენელი და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათი წარმომადგენლები "ტვ პირველში" მოსვლას აპირებს, რომ სიტუაცია ადგილზე შეისწავლოს.
რამდენიმე წუთის წინ, ტვ პირველის შენობის ახლოს საპატრულო პოლიციის ერთი მანქანა გამოჩნდა, თუმცა გამოძახების მისამართზე არ მისულა ისე დატოვა ტბელ აბუსერიძის ქუჩა.
70 წუთზე მეტია, რაც პატრული გამოიძახა ნოდარ მელაძემ და ჩააყენა საქმის კურსში მყისიერი საფრთხის შესახებ. 112-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია გადაცემულია საპატრულო პოლიციისთვის, თუმცა მათთვის უცნობია, რამდენ ხანში მივლენ სამართალდამცავები.
00:51 საათზე ნოდარ მელაძე დაუკავშირდა ქეთევ ან კოვზიაშვილს - შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჩასაფრებაზე საქმის კურსში ჩააყენა.
00:55 საათზე კი შეტყობინება შევ იდა 112-ში ტელეკომპანია პირველში ნიღბიანი პირების ჩასაფრების შესახებ.
112-ზე შეტყობინების შესვლის მიუხედავად, პოლიცია ტვ პირველის შენობაში არ მისულა. მყისიერი საფრთხის შესახებ შესული ინფორმაციიდან, დაახლოებით, ნახევარი საათია გასული, თუმცა საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე.
ჩასაფრება ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე - ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები იმყოფებოდნენ.
მელაძის თქმით, ორივე ავტომობილი დაქოქილ მდგომარეობაში დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იდგა. მელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ტელევიზიის შიდა ტერიტორიაზე შევიდა.