"თავში მირტყეს საკაიფოდ" - ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული რეჟისორი
"თავში მირტყეს საკაიფოდ" - ამის შესახებ რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი წერს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობის დროს დააკავეს.
მისი სტატუსიდან ირკვევა, რომ პოლიციამ მასზე იძალადა.
კარგად ვარ მეგობრებო, სასწრაფო მანქანაში ვარ და ინგოროყვას კლინიკაში გადავყავარ. თავში მირტყეს საკაიფოდ და სამედიცინო შემოწმებაზე. არაფერი სერიოზული. #არარუსულკანონს. ვერ შეგვაშინებენ," - წერს აბდუშელაშვილი.
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ხალხის მსვლელობა იყო, რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს.
პოლიციამ მსვლელობაზე, რომელიც უჩა აბაშიძის დაკავებას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა.
აქციის მონაწილეების თქმით, მინიმუმ, 7 ადამიანია დაკავებული. მომიტინგეები ყვებიან, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებდა მოქალაქეებს:
- გოგოების მიმართ იყვნენ აგრესიულები... თელავდნენ - ფარულავა
- ერთი გოგო კინაღამ გაიგუდა ჭყლეტვაში და წიხლებით შედგნენ - აქციის ერთ-ერთი მოქალაქე
- იჭერდნენ გოგოებს თმებით, ძალადობდნენ - გრიგორიადისი