სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები TV პირველშია, პატრული - არა

10.05.24 02:23
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები TV პირველშია, პატრული - არა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ტვ პირველში მივიდნენ. ისინი ამ წუთებში ტვ პირველის დამფუძნებელს ვატო წერეთელს ესაუბრებიან.

ამ დრომდე არ გამოჩენილა საპატრულო პოლიცია იმის მიუხედავად, რომ 112-ზე ნოდარ მელაძემ რამდენჯერმე დარეკა და მყისიერი საფრთხის შესახებ ჩააყენა საქმის კურსში.

00:51 საათზე ნოდარ მელაძე დაუკავშირდა ქეთევ ან კოვზიაშვილს - შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჩასაფრებაზე საქმის კურსში ჩააყენა.

00:55 საათზე კი შეტყობინება შევ იდა 112-ში ტელეკომპანია პირველში ნიღბიანი პირების ჩასაფრების შესახებ.

112-ზე შეტყობინების შესვლის მიუხედავად, პოლიცია ტვ პირველის შენობაში არ მისულა. მყისიერი საფრთხის შესახებ შესული ინფორმაციიდან, დაახლოებით, ნახევარი საათია გასული, თუმცა საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე.

ჩასაფრება ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე - ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები იმყოფებოდნენ.

მელაძის თქმით, ორივე ავტომობილი დაქოქილ მდგომარეობაში დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იდგა. მელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ტელევიზიის შიდა ტერიტორიაზე შევიდა.

მსგავსი სიახლეები