02:30 სთ - 5 ზარი 112-ში - პოლიცია TV პირველში არ მოსულა

10.05.24 02:33
02:30 სთ - 5 ზარი 112-ში - პოლიცია TV პირველში არ მოსულა

მყისიერი საფრთხე ტელევიზიისთვის - TV პირველში პოლიცია ამ დრომდე არ გამოჩენილა. 

საათნახევარია, რაც პატრული გამოიძახა ნოდარ მელაძემ და ჩააყენა საქმის კურსში მყისიერი საფრთხის შესახებ. 112-ში რიგით მეხუთე ზარზე საპასუხოდაც აცხადებენ, რომ ინფორმაცია გადაცემულია საპატრულო პოლიციისთვის, თუმცა მათთვის უცნობია, რამდენ ხანში მივლენ სამართალდამცავები.

00:51 საათზე ნოდარ მელაძე დაუკავშირდა ქეთევ ან კოვზიაშვილს - შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჩასაფრებაზე საქმის კურსში ჩააყენა.

00:55 საათზე კი შეტყობინება შევ იდა 112-ში ტელეკომპანია პირველში ნიღბიანი პირების ჩასაფრების შესახებ.

112-ზე შეტყობინების შესვლის მიუხედავად, პოლიცია ტვ პირველის შენობაში არ მისულა. მყისიერი საფრთხის შესახებ შესული ინფორმაციიდან, დაახლოებით, ნახევარი საათია გასული, თუმცა საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე.

ჩასაფრება ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე - ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები იმყოფებოდნენ.

მელაძის თქმით, ორივე ავტომობილი დაქოქილ მდგომარეობაში დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იდგა. მელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ტელევიზიის შიდა ტერიტორიაზე შევიდა.

ნოდარ მელაძე აზუსტებს, რომ ჩასაფრებული ადამიანები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ არა მხოლოს ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებისთვის, არამედ მათი სტუმრებისთვისაც.

 

მსგავსი სიახლეები