პოლიციის უმოქმედობა აღვივებს ეჭვს, რომ ქმედებების უკან, სავარაუდოდ, მმართველი პარტია დგას - TI ტვ პირველთან ნიღბიანების ჩასაფრებაზე
ასევე, აშკარაა ამ დროისთვის პოლიციის უმოქმედებაც, რაც აღვივებს ეჭვს, რომ ამ ქმედებების უკან, სავარაუდოდ, მმართველი პარტია დგას - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" TV პირველის შენობასთან ნიღბიანი პირების ჩასაფრების ფაქტს.
TI შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ სამართალდამცველი უწყებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა :
“ტელეკომპანია პირველის” ცნობით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ტელევიზიის სიახლოვეს ორი, არაიდენტიფიცირებადი ჯიპის ტიპის ავტომობილი იყო “ჩასაფრებული”, რომლებშიც ნიღბიანი პირები ისხდნენ. გავრცელებულ კადრებში მკაფიოდ ჩანს მანქანებში მსხდომი ნიღბიანი პირები, რომლებმაც ტერიტორია ჟურნალისტების მიახლოებისთანავე დატოვეს. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, მან აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობა სამართალდამცველ უწყებებს. როგორც ჩანს, აღნიშნული ფაქტი, იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც “რუსული კანონის” კრიტიკოსების გაჩერებაა. ასევე, აშკარაა ამ დროისთვის პოლიციის უმოქმედებაც, რაც აღვივებს ეჭვს, რომ ამ ქმედებების უკან, სავარაუდოდ, მმართველი პარტია დგას.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირებისკენ. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველი უწყებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად"- წერს ორგანოზაცია.
საათნახევარია, რაც პატრული გამოიძახა ნოდარ მელაძემ და ჩააყენა საქმის კურსში მყისიერი საფრთხის შესახებ. 112-ში რიგით მეხუთე ზარზე საპასუხოდაც აცხადებენ, რომ ინფორმაცია გადაცემულია საპატრულო პოლიციისთვის, თუმცა მათთვის უცნობია, რამდენ ხანში მივლენ სამართალდამცავები.
00:51 საათზე ნოდარ მელაძე დაუკავშირდა ქეთევ ან კოვზიაშვილს - შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჩასაფრებაზე საქმის კურსში ჩააყენა.
00:55 საათზე კი შეტყობინება შევ იდა 112-ში ტელეკომპანია პირველში ნიღბიანი პირების ჩასაფრების შესახებ.
112-ზე შეტყობინების შესვლის მიუხედავად, პოლიცია ტვ პირველის შენობაში არ მისულა. მყისიერი საფრთხის შესახებ შესული ინფორმაციიდან, დაახლოებით, ნახევარი საათია გასული, თუმცა საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე.
ჩასაფრება ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე - ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები იმყოფებოდნენ.
მელაძის თქმით, ორივე ავტომობილი დაქოქილ მდგომარეობაში დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იდგა. მელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ტელევიზიის შიდა ტერიტორიაზე შევიდა.
ნოდარ მელაძე აზუსტებს, რომ ჩასაფრებული ადამიანები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ არა მხოლოს ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებისთვის, არამედ მათი სტუმრებისთვისაც.