"ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ბექა ბერიძე ამბობს, რომ მასაც ჩასაფრება მოუწყვეს

10.05.24 02:58
"ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ბექა ბერიძე ამბობს, რომ მასაც ჩასაფრება მოუწყვეს

"ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ბექა ბერიძე ამბობს, რომ მასაც ჩასაფრება მოუწყვეს. ბერიძის თქმით, მისი ოჯახის წევრებმა სახლთან ახლოს დააფიქსირეს მანქანა და ის გააფრთხილეს, რომ სახლში არ დაბრუნებულიყო.

როცა ვაპირებდი სახლში დაბრუნებას, ოჯახის წევრებმა დამირეკეს, რომ არ დავბრუნებულიყავი, რადგან საეჭვო მანქანა იდგა ჩემი სახლის წინ გაურკვეველი მიზეზით. მამაჩემი სამჯერ გავიდა და სამივეჯერ იქ იდგა და როცა დაინახავდა, წრეს არტყამდა კორპუსს და უკან ბრუნდებოდა. მეოთხედ როცა გავიდა, ეს მანქანა იყო მოშორებით და ორი-სამი ადამიანი ტრიალებდა და როცა პოლიციაში დავრეკე, მოვიდნენ, მითხრა, რომ აქ ვარ, არცერთი მანქანა არ არის.  ესენი იქცევიან ტურებივით,“ - ბექა ბერიძე.

 

მსგავსი სიახლეები