"რენჯ როვერი" ტრანზიტული ნომრით: GT - 4904 - ვინ ჩაუსაფრდა TV პირველს? (ფოტო)
თითქმის ორი საათია, რაც TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ 112-ს მყისიერ საფრთხეზე მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა პოლიცია ამ დრომდე არ რეაგირებს.
საუბარია, ჩასაფრებაზე, რომელიც ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანმა პირებმა მოაწყვეს.
კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი.
TV პირველთან "რენჯ როვერი"-ის ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT - 4904.
00:51 საათზე ნოდარ მელაძე დაუკავშირდა ქეთევ ან კოვზიაშვილს - შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჩასაფრებაზე საქმის კურსში ჩააყენა.
00:55 საათზე კი შეტყობინება შევ იდა 112-ში ტელეკომპანია პირველში ნიღბიანი პირების ჩასაფრების შესახებ.
112-ზე შეტყობინების შესვლის მიუხედავად, პოლიცია ტვ პირველის შენობაში არ მისულა. მყისიერი საფრთხის შესახებ შესული ინფორმაციიდან, დაახლოებით, ნახევარი საათია გასული, თუმცა საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე.
ჩასაფრება ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე - ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები იმყოფებოდნენ.
მელაძის თქმით, ორივე ავტომობილი დაქოქილ მდგომარეობაში დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იდგა. მელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ტელევიზიის შიდა ტერიტორიაზე შევიდა.
ნოდარ მელაძე აზუსტებს, რომ ჩასაფრებული ადამიანები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ არა მხოლოს ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებისთვის, არამედ მათი სტუმრებისთვისაც.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.