ადევნება და ჩასაფრება TV პირველთან - რა (ვინ) ჩანს სათვალთვალო კამერებში (ვიდეო)
ადევნება და ჩასაფრება TV პირველთან - გაშიფრულია ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დღეს 00:30 საათიდან TV პირველის შენობასთან მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიურად განვითარების და ანალიზის საშუალებას იძლევა.
00:25 საათზე - კამერა აფიქსირებს BMW -ს მარკის ავტომობილს, რომელიც TV პირველის ცენტრალურ გამოსასვლელთან, (მარჯვენა მხარეს) ჩერდება. BMW -ს მარკის ავტომობილში მინიმუმ 3 პირი იჯდა. მას შემდეგ, რაც მანქანა ტელეკომპანიის გამოსასვლელთან ადგილს არჩევს, 00:27-ზე BMW -ს მარკის ავტომობილს უახლოვდება Land Rover-ის მარკის მანქანა და ისინი TV პირველის ცენტრალურ გასასვლელს რამდენიმე წუთის განმავლობაში სრულად კეტავენ.
00:28 საათზე ავტომობილები ერთმანეთს უახლოვდებიან, კადრში ჩანს, რომ ავტომობილის მძღოლებს შორის ადგილი აქვს მცირე კომუნიკაციას (სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი დირექტივებს იღებს).
ირკვევა, რომ ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრებაში აღნიშნულ ავტომობილებში მყოფი ნიღბიანი პირების გარდა მონაწილეობდნენ სხვა პირებიც, რომლებიც TV პირველის ინფორმაციით, განლაგებულები იყვნენ ტბელი აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ჩიხებში.
00:29:00 საათზე BMW -სა და Land Rover-ის ავომობილები პოზიციებს იკავებენ ერთი ჯგუფი ტელევიზიის ცენტრალური გასასვლელის მარჯვენა მხარეს დგება, Land Rover-ი კი ტელეკომპანიის ტერიტპრიას ტოვებს.
00:29:17 საათზე BMW -ს ავტომობილიდან გადმოდის "კაპიუშონიანი" (შავი სამოსითა და თეთრი კეტებით) ახალგაზრდა მამაკაცი, არსებობობს ვარაუდი, რომ ეს უკანასკნელი შესაძლოა იმ სიკვდილის ბრიგადების წევრი იყოს, რომლებიც რუსული კანონის მოქინააღმდეგეებს ქუჩა-ქუჩა დასდევს და მათ ფიზიკურად უსწორდება.
სავარაუდოდ მიმდებარე ტერიტორიის დაზვერვის შემდეგ "კაპიუშონიანი" კაცი, ტელევიზიის მიმდებარედ ბნელ ჩიხში ჩადის, სადაც არსებული ინფორმაციით, სხვა ნიღბიანები იყვნენ განთავსებულები.
00:33:59 საათზე ტელევიზიის შესასვლელის მარჯვენა მხარეს BMW ნელი სვლით ტოვებს, რამდენიმე წამში კი ბნელი ჩიხიდან 2 პირი გამოდის, "კაპიუშონიანი" კაცი თანმხლებ ერთ პირთან ერთად ფეხით აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებისკენ სვლას.
00:40 საათზე TV პირველის სათვალთვალო კამერა კვლავ აფიქსირებს Land Rover-ის ავტომობილს, რომელიც ტელეკომპანიის შესასვლელს კიდევ ერთხელ ზვერავს. ის რამდენიმე წუთში ტელეკომპანიის საპარკინგე სივრცეში მთავარი გამოსასვლელიდან მარცხენა მხარეს ჩერდება.
00:43 საათზე კადრში ჩანს შავებში ჩაცმული პირი ის პერიოპდულად ფეხით გადააგილდება ტვ პირელის გასასვლელთან და ზვერავს სიტუაციას.