გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! 4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! - პროტესტის ნიშნად ოთხი ტელეკომპანია, "მთავარი არხი", "ფორმულა", "კავკასია" და "ტვ პირველი" მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.
მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.