როგორია უმრავლესობის წევრების IQ - მაჭარაშვილი "პირველების" კითხვამ წყობიდან გამოიყვანა

10.05.24 13:06
როგორია უმრავლესობის წევრების IQ - მაჭარაშვილი "პირველების" კითხვამ წყობიდან გამოიყვანა

 

 

 

როგორია უმრავლესობის წევრების IQ - "პირველების" ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ, რამდენად ნორმალურია ამომრჩევნების IQ-ს მიხედვით დაყოფა, როგორც ამას ირაკლი კობახიძე ამბობს, "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ "ტვ პირველის" ჟურნალისტის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებით დაემუქრა და გაიქცა.

ო, კაი ეხლა კაცო. თავი დამანებეთ, არ მინდა შეგიჩერონ პარლამენტის აკრედიტაცია. "ტვ პრიველში" მე მაქვს საკმაოდ მაღალი მონაცმები, მე ადამიანებს ვყოფ სიმართლის მიხედვით.

ჟურნალისტის დაჟინებული კითხვის მიუხედავად, მაჭარაშვილმა "ტვ პირველს" საკუთარი IQ-ს ზომა არ უთხრა.

საქართველოს პრემიერი შვილების თაობის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძემ რუსული კანონი მოწინააღმდეგე ახალგაზრდები გიგლა ბერბიჭაშვილს შეადარა.

ღია წერილში, რომელსაც კობახიძე აქვეყნებს, წერს, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი "სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან".

კობახიძე სტუდენტებს და საერთოდ საქართველოს მოქალაქეებს ინტელექტის მიხედვით ჰყოფს, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს საშუალო ინტელექტის მქონეს უწოდებს და ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში მისი პარტიის მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები