როგორია "ოცნების" წევრების IQ - დეპუტატების კომენტარები (ვიდეო)

10.05.24 13:23
როგორია "ოცნების" წევრების IQ - დეპუტატების კომენტარები (ვიდეო)

 

 

როგორია "ოცნების" წევრების IQ - საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები, ამომრჩველები ინტელექტის მიხედვით დაყო, "პირველები" დაინტერესედა, თუ როგორია თავად მმართველი გუნდის დეპუტატების IQ.

როგორი იყო "ოცნების" წევრების კომენტარები

ალუდა ღუდუშაურმა "პირველებს" საკუთარი IQ არ გაუმხილა და დუმილი არჩია.

ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში ისაუბრეს და არა ახლა.

რაც შეეხება დავით მათიკაშვილს, მან კობახიძის განცხადების გამართლება სცადა და თქვა, რომ პრემიერი კონკრეტულ მეცნიერებას ეყრდნობოდა. 

არსებობს მეცნიერება, რომელშიც ამ კონკრეტულ განცხადებაში იყო საუბარი. ეს არც "ოცნების" მოგონილია და არც პრემიერის. ზოგადად IQ იყოფა იმისდა მიხედვით, როგორი აქვს კონკრეტულ ადამიანს. არის მეცნიერება და ეს მეცნიერება იმსახურებს იამს, რომ არსებობდეს და ამაზე დაყრდნობაც არის ლეგიტიმური", - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

კობახიძე სტუდენტებს და საერთოდ საქართველოს მოქალაქეებს ინტელექტის მიხედვით ჰყოფს, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს საშუალო ინტელექტის მქონეს უწოდებს და ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში მისი პარტიის მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო. 

დღეს ირაკლი კობახიძემ ღია წერილი გაავრცელე და რუსული კანონი მოწინააღმდეგე ახალგაზრდები გიგლა ბერბიჭაშვილს შეადარა.

წერილში, კობახიძე წერს, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი "სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან".

მსგავსი სიახლეები