ვინც გაყვება ზურაბიშვილის ამ განცხადებას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ზურაბიშვილი თავისი „იდეებით“ - მაჭარაშვილი

10.05.24 13:34
ვინც გაყვება ზურაბიშვილის ამ განცხადებას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ზურაბიშვილი თავისი „იდეებით“ - მაჭარაშვილი

"ვინც გაყვება ზურაბიშვილის ამ განცხადებას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ზურაბიშვილი თავისი „იდეებით“ - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აფიქსირებს უკმაყოფილებას პრეზიდენტის მიერ საჯარო მოხელეებისადმი გახმოვანებულ მოწოდებაზე.

მაჭარაშვილს პრეზიდენტმა იერიში კიდევ ერთხელ მიაქვს და მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

მაჭარაშვილის კრიტიკა დაიმსახურა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელიც დააფინანსებს იმ პირებს, ვისაც "ქართული ოცნება" საჯარო სამსახურიდან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობს ან პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო სამსახურიდან გაათავისუფლებს.

ფორმალური პრეზიდენტი საჯარო მოხელეებსაც კი მოუწოდებს, რომ დაარღვიონ კანონი და ზეპარტიული, არაპოლიტიკური თანამდებობის პირი პოლიტიკურ პროცესებში ხომ ერევა, რითაც არღვევს კონსტიტუციას და საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, რომ მათაც დაარღვიონ კანონი და მეტსაც გეტყვით, კარნახობს - დემოკრატიის პრინციპს არღვევს. ვინც გაყვება ზურაბიშვილის ამ განცხადებას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ზურაბიშვილი თავისი „იდეებით“.

საჯარო მოხელეს ეუბნები, დატოვე სამსახური და მე დაგაფინანსებ, ჯერ ერთი, ხაზარაძე რისი დამფინანსებელია, ეს ყველამ კარგად იცის და როდესაც სახელმწიფო უწყებაში მომუშავე საჯარო მოხელეებს ეუბნები, რომ თანამდებობა დატოვე და მე დაგაფინანსებ, ამაზე მეტი ანტიკონსტიტუციური მოწოდება, რა უნდა იყოს, ამიტომ ვამბობთ, რმ ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

"საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო" - ეს მიმართვა პრეზიდენტმა გუშინ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაახმოვანა. სალომე ზურაბიშვილმა საჯარო მოხელეებს შეახსენა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება "საკუთარ პრინციპზე უარის თქმას" არ ნიშნავს და რომ ქვეყნის ერთგულებაა უმთავრესი.

მამუკა ხაზარაძე ტერორის ქვეშ მყოფ საჯარო მოხელეებს ფონდის შექმნას ჰპირდება. ამის შესახებ პარტია "ლელოს" თავმჯდომარემ ინგა გრიგოლიას "რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "ლელოს" გუნდმა შეიმუშავა ინიციატივა, რომლის საშუალებითაც ყველა, ვისაც საჯარო სამსახურიდან უსამართლობის გაპროტესტების გამო უსაფუძვლოდ  გაათავისუფლებენ, არჩევნებამდე კომპენსაციას სწორედ ამ ფონდიდან მიღებს, არჩევნების შემდეგ კი პირველი რიგის ამოცანად "ლელო" სწორედ ამ ადამიანების სამსახურებში აღდგენას ისახავ მიზნად.

მსგავსი სიახლეები