"მოგაგნებთ... მიხაკებს მოგიტანთ" - "ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ახალგაზრდებს ემუქრება

10.05.24 15:40
"მოგაგნებთ... მიხაკებს მოგიტანთ" - "ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ახალგაზრდებს ემუქრება

"მოგაგნებთ... მიხაკებს მოგიტანთ" - "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ახალგაზრდებს ემუქრება.

მუქარის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე მოქალაქე ნათია გაბრავა ავრცელებს და თან ურთავს მიმოწერას "ოცნების" დეპუტატთან.

ნათია გაბრავამ გამოაქვეყნა სქრინი, სადაც ჩანს, რომ დიტო სამხარაძემ მას თავისი შვილის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნა დააბრალა, შემდეგ კი დაურეკა და დაემუქრა როგორც მას, ასევე მის მეგობარს. 

30 აპრილს  დიმიტრი სამხარაძეს მივწერე მოკლე ტექსტური შეტყობინება, რაზეც დამიბრუნა პასუხი და დღემდე პერიოდულად მწერდა.
დღეს, სამხარაძე აქვეყნებს პოსტს, სადაც უთითებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ (იხ.კომენტარებში)
საღამოს, 21:56 საათზე მომდის სამხარაძის მოკლე ტექტური შეტყობინებები, სადაც მაბრალებს მისი შვილის ჯანრმთელობის დაზიანების მუქარის შემცველი მესიჯის გაგზავნას და მადანაშაულებს მისი შვილის მოკვლის გეგმაში მონაწილეობას. 
ჩემს მითითებაზე, რომ ეს წარმოადგენდა ცრუ ბრალდებას და სამართალდამცავ ორგანოს თავად გაემოძიებინა შემთხვევა, მპასუხობს გინებით (ვიდეო კომენტარებში‼️)მემუქრება გამწარებით, “მიხაკების” მოტანით და ა.შ 
ვფიქრობ, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს წყვეტს და მოქალაქეებს პირდაპირ დებს ასეთ დანაშაულში ბრალს და ყველანაირი გამოძიების გარეშე ემუქრება, მინიმუმ, იმსახურებს ყურადღებას.

UPDATE- ნახა პოსტი და გრძელდება შეურაცხმყოფელი ვოისები, ასევე, ჩემს მეგობარს ემუქრება ნახვით და პირისპირ ლაპარაკით," - წერს ნათია გაბრავა.

მსგავსი სიახლეები