რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე? - ილვესი
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას, გარდაცვალების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების პროტესტს ეხმიანება, სადაც ევროკავშირის დროშაც დგას. თომას ჰენდრიკ ილვესისთვის გაუგებარია, რა უნდა დემოკრატიის და ადამიანთა უფლებების სიმბოლოს საქართველოს მთავრობის კონფერენციაზე.
რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას – დემოკრატიის, ადამიანთა უფლებისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოს – საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე?
თქვენ ვერც ახლა და ვერც ვერასდროს ვერ მოხვდებით [ევროკავშირში] ჩვენი სიმბოლოების მისაკუთრებით, - წერს ილვესი TWITTER-ზე.