"ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის" - ევროპელ პოლიტიკოსებს პაპუაშვილი არ შეხვდება

10.05.24 17:39
"ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის" - ევროპელ პოლიტიკოსებს პაპუაშვილი არ შეხვდება

ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე ბოიკოტს უცხადებს - შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის არ შეხვდება ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და მასთან ერთად ჩამოსულ ევროპელ პოლიტიკოსებს.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, მან მაიკლ როთს უთხრა, რომ ახლა ვიზიტისთვის "ცუდი დროა" და რომ "ოცნების" რეინიცირებული კანონპროექტის განხილვა ჯერ დასრულებული არ არის, სწორედ ამიტომ ურჩია, რომ თბილისში ჩამოსვლის დრო შეეცვალათ, რაზეც უარი მიიღო. სწორედ ამიტომ პაპუაშვილი მათ არ შეხვდებათ.

ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის. მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შევხედრისა, ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვისთვის, ვინაიდან იქნება მესამე მოსმენა და არ არის კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, განხილვებნის შემდეგ ყოფილიყო... ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხდები, აპირებენ ჩაოსვლას, გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს ჰქონდათ ალადოლბრივი ხასაითი, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა, რადიკალურმა ოპზოიციამ როგორც წამახალისებელი მიიღოს რადიკალური ქმედებების, ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში, ვინაიდან ვხედავთ, რომ რადიაკალურ ოპოზიციას აქვს ძალდობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე," - ამბობს პაპუაშვილი.

საქართველოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ჩამოდის. როთის ვიზიტი ემთხვევა "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით განხილვას

როგორც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ მასთან ერთად თბილისს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეწვევიან.

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი თბილისში მიმდინარე აქციებს რამდენიჯერმე გამოეხმაურა და ძალადობა დაგმო, მან პრემიერსაც მიმართა:

მსგავსი სიახლეები