საქართველოში შარლ მიშელი ჩამოდის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში ჩამოდის. ინფორმაციას ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ადასტურებს.
ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია, თუმცა როგორც კობახიძემ "რუსთავი 2"-თან თქვა, მიშელს 5 ივლისთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.