გეგელია: სანამ სხვის IQ-ზე ისაუბრებს, ჩვენი დროის პავლიკ მოროზოვს, რუსების პრემიერს ვთავაზობ ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი

10.05.24 18:02
გეგელია: სანამ სხვის IQ-ზე ისაუბრებს, ჩვენი დროის პავლიკ მოროზოვს, რუსების პრემიერს ვთავაზობ ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი

"ვთავაზობ ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი და შემდეგ დავსხდეთ მისთვის სასურველ ნებისმიერ დებატში," - ამ შეთავაზებას "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ავრცელებს.

სოციალური ქსელიდან გეგელია პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და IQ ტესტის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

სანამ სხვის IQ-ზე ისაუბრებს, ჩვენი დროის პავლიკ მოროზოვს, რუსების პრემიერ კობახიძეს ვთავაზობ ჩირგვებიდან თავი ამოყოს. ვთავაზობ ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი და შემდეგ დავსხდეთ მისთვის სასურველ ნებისმიერ დებატში. 

მზად არის? არა, რადგან მან კარგად იცის რუსეთის მსახური თუთიყუშის რეალური ინტელექტუალური შესაძლებლობებიც და შანსებიც," - წერს გეგელია.

IQ ტესტის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა და ამომრჩეველი IQ-ის მიხედვით დაყო.

მსგავსი სიახლეები