კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება - კარლ ჰარცელი

15.07.21 10:36
 კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება - კარლ ჰარცელი

კარგია იმის ხილვა, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვიტერში“ წერს.

მისივე შეფასებით,  უკანონო დაკავებები მიუღებელია. 

მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებით, ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

 ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა გუშინ შეიწყალა.

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ფეხის არეში დაჭრეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.