ამხანაგო კობახიძე, თქვენ IQ-უს ხომ ვერ გვეტყვით? - კითხვა პრემიერს
"ამხანაგო კობახიძე, თქვენ IQ-უს ხომ ვერ გვეტყვით?" - ასე დაიწყო საუბარი "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, ინტელექტის მაჩვენებელი სწორედ მაშინ გაიზომა, როდესაც გერმანიაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პრემიერმინისტრს "ამხანაგო კობახიძე"-თი მიმართა, პრემიერმა TV პირველის წამყვანს "ზრდილობისა და კულტურისკენ" მოუწოდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას დეპუტატ დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო.
"არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს, კი ევროპას" - თქვა გამოსვლის ბოლოს მიშველაძემ.
მომავალი თაობა, რომელიც ერთი თვეა, ქუჩაში ქვეყნის ევროპულ მომავალს უწყვეტად იცავს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ილია ჭავჭავაძის მკვლელს დღეს შეადარა.