აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თოდუა გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, 5 მაისს გარდაცვლილი ყაზახი ქალის, 26 წლის აისელ აიტპაევას, გაუპატიურებაში ბრალდებული, ბესიკ თოდუა, გარდაცვლილი იპოვეს. "ტვ პირველი" დეტალებს ამ წუთებში არკვევს.
ასელ აიტპაევა 5 მაისს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ 6 მაისს 57 წლის ბესიკ თოდუა დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 7 მაისს, გაუპატიურების ბრალდებით წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აისელ აიტპაევას გაუპატიურების საქმეზე დაკავებულია ასევე მურად მეირბეკოვი, რომელიც ყაზახი გოგოს სიძეა.