აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თოდუა გარდაცვლილი იპოვეს

15.07.21 11:05
აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თოდუა გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, 5 მაისს გარდაცვლილი ყაზახი ქალის, 26 წლის აისელ აიტპაევას, გაუპატიურებაში ბრალდებული,  ბესიკ თოდუა, გარდაცვლილი იპოვეს.  "ტვ პირველი" დეტალებს ამ წუთებში არკვევს. 

ასელ აიტპაევა 5 მაისს  საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ 6 მაისს 57 წლის ბესიკ თოდუა  დააკავა. პროკურატურამ  დაკავებულს ბრალი 7 მაისს, გაუპატიურების ბრალდებით წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

აისელ აიტპაევას გაუპატიურების საქმეზე დაკავებულია ასევე მურად მეირბეკოვი, რომელიც ყაზახი გოგოს სიძეა.