გავრცელებული ინფორმაციით, უჩა აბაშიძის ცოლი დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია უჩა აბაშიძის ცოლი მარი იაშვილი.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი წერს. ინფორმაციას ადვოკატი შოთა თუთბერიძეც ადასტურებს.
უცნობია, რას ედავებიან მას.
ბლოგერი და რუსული კანონის მოწინააღმდეგე უჩა აბაშიძე 10 მაისს დააკავეს.
პოლიცია აბაშიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.