შეშფოთების ხარისხმა ამერიკაში მაქსიმუმს მიაღწია - სამადაშვილი აშშ-ს დეპარტამენტის განცხადებაზე

15.07.21 11:42
შეშფოთების ხარისხმა ამერიკაში მაქსიმუმს მიაღწია - სამადაშვილი აშშ-ს დეპარტამენტის განცხადებაზე

სანქციები არის ყველაზე ეფექტიანი გზა ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. სამადაშვილის თქმით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ს შეშფოთებამ მაქსიმუმს მიაღწია. 

ფაქტობრივად, არ გამორიცხა სანქციების შემოღება, თუ შეფასება გაკეთდება, რომ ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. შეშფოთების ხარისხმა ამერიკაში ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაღწია მაქსიმუმს. მართლა, რეალურის პოლიტიკური ცვლილებისთვის გზის გახსნა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც რჩება ხელისუფლებას, - ამბობს სამდაშვილი.  
 

 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, 5-6 ივლისის მოვლენებზე, ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებეზე ისაუბრა. ნედ პრაისმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ სანქციები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც დაწესებამდე არ აცხადებენ, თუმცა აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება.

მსგავსი სიახლეები