ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება - კობახიძე

11.05.24 13:30
ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება - კობახიძე

ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის მტკიცებით, 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება გაწევრიანებისთვის.

ბუნებრივია, ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტია - ევროკავშირის წევრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეკონომიკური თუ ღირებულებითი პრობლემები, რომელიც ევროკავშირის წინაშე დგას დროებითია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დიდი ევროპელი მოღვაწეების წინაშე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის აღორძინებაში. მჯერა, საქართველოს შეუძლია ღირსეული წვლილი შეიტანოს ევროკავშირის აღორძინებასა და განვითარებაში. ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს საქართველო მოწინავე და ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს სამართლის უზენაესობა, დემოკრატია თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები, ჩვენ მთავარია შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, ასეთ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა მალე გახდება. 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება გაწევრიანებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები