წიგნაძის სასტიკი ცემა - სამოქალაქო აქტივისტები მოძალადე სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ
რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მოძალადე სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ - ახალგაზრდები ლეონიძის ქუჩაზე განხორციელებული სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლის, ირაკლი წიგნაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ თბილისის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე თითოეული პირის იდენტიფიცირება მარტივია, რადგან მათი თქმით, ვიდეოკადრებში პოლიციელების სახეები გარჩევადია.
სამოქალაქო აქტივისტები ღიად აცხადებენ, რომ ე.წ. სიკვდილის ბრიგადების ძალადობრივ ქმედებებს ხელისუფლება ახალისებს - "გათამამებულმა, გათავხედებულმა სპეცრაზმელებმა, გადაწყვიტეს, რომ მოქალაქე თავხედურად დაესაჯათ".
თითოეული ის მეთაური, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა და ამ ყველაფრის ბრძანება გასცა, არის იდენტიფიცირებადი. მათი სახეები არის გარჩევადი ვიდეოში. ერთი დღე-ღამე კი არა, რამდენიმე საათია იმისთვის საკმარისი, რომ ეს ადამიანები დაბარებულები ყოფილიყვნენ და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიცია მთელი ეს დღეებია, თითქმის უკვე ერთი თვეა, მოქალაქეებზე ძალადობს, იყენებს სასტიკ მეთოდებს, გვცემენ და ა.შ. და ისინი არ ისჯებიან, სწორედ ეს შობს ასეთ ძალადობებს, როდესაც პირდაპირ ვიტყვი, რომ გათამამებულმა, გათავხედებულმა სპეცრაზმელებმა, პოლიციელებმა გადაწყვიტეს, რომ მოქალაქე ასე დაისაჯა თავხედურად", - ამბობს აქტივისტი.