ღარიბაშვილი "ოცნების" კანონს არ ეთანხმება - პარტიის ლიდერის სკანდალური განცხადება

11.05.24 14:21
ღარიბაშვილი "ოცნების" კანონს არ ეთანხმება - პარტიის ლიდერის სკანდალური განცხადება

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მისივე გუნდის ინიცირებულ კანონპროექტს არ ეთანხმება.  ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბორჯომში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა

რაც შეეხება ამ კანონს, ჩემი პირადი აზრია და არა ჩვენი პარტიის აზრი, რომ როდესაც უცხო სახელმწიფოს ინტერესების ლეგალიზება ხდება, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები.

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის განმარტებით, ახლა საჭროა ყველა გაუგებრობა, რომელიც ამერიკასა და შეერთებულ შტატებთან შეიქმნა მოიხსნას.  "მეგობრობი უნდა შევიძინოთ ევროპასა და ამერიკაში"- ეს იყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სათქმელი.

მე არ შევალ ამ კანონის შინაარსში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. აუცილებელია დიალოგის გაგრძელება. მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს გაუგებრობის განმუხტვა. ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის. დღეს რთული სიტუაციაა. ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, ხედავთ, რეგიონში როგორი ვითარებაა. უკრაინაში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი. ეს ყველაფერი ამძიმებს გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში, მე ვარ მომხრე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა".

დაველოდოთ მეგობრები ვეტოს დაძლევამდე დროა. ჩვენ დამშვიდება და სტაბილურობა გვჭირდება".ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები - რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის. აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი", - ამბობს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები