პარტნიორებთან უნდა მოხდეს გაუგებრობის განმუხტვა, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება - ღარიბაშვილი

11.05.24 15:14
პარტნიორებთან უნდა მოხდეს გაუგებრობის განმუხტვა, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება - ღარიბაშვილი

შერბილებული რიტორიკა სტრატეგიულ პარტნიორებთან - ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას  და ამისთვის აუცილებელია დიალოგის გაგრძელება.

ყველა კითხვა უნდა მოიხსნას - ამბობს "ოცნების" თავმჯდომარე.

მე არ შევალ ამ კანონის შინაარსში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. აუცილებელია დიალოგის გაგრძელება. მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს გაუგებრობის განმუხტვა. ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის. დღეს რთული სიტუაციაა. ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, ხედავთ, რეგიონში როგორი ვითარებაა. უკრაინაში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი. ეს ყველაფერი ამძიმებს გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში, მე ვარ მომხრე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა.

დაველოდოთ მეგობრები ვეტოს დაძლევამდე დროა. ჩვენ დამშვიდება და სტაბილურობა გვჭირდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები