ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობას ადგილი არ აქვს
ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობას ადგილი არ აქვს. "ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ხალხში აგრესიას წინა ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიურობა და ქმედებები იწვევს.
მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას. ძალადობა უნდა დავასრულოთ. როცა ხედავენ მითუმეტეს ამ ფაშისტების აქტიურობას, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვიხსენიებ ფაშისტებად, ეს სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი, მათი ქმედებები, რომელიც წარსულში აქვთ ჩადენილი, ეს აგრესია ხალხში მატულობს, ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ.
როდესაც საჯაროდ გამოდიან ეს აგრესიული ანარქისტები და თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის მიუღებელი. პოლიცია არავინ არ სცემს " - ამბობს ღარიბაშვილი.