ჩვენ აქ ვდგავართ იმ მშობლების სახელით, ვისი შვილიც სასიკვდილოდ სცემეს, ვისი შვილიც ციხეში ჩააგდეს - ირმა ნადირაშვილი
"ვიქნებით ფარები და კედელი ჩვენი შვილების" - "ექსპო ჯორჯიასთან" დედების მსვლელობას ირმა ნადირაშვილი უერთდება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" აცხადებს, რომ ადგილზე სწორედ იმ მშობლების სახელით არიან შეკრებილები, რომელთა შვილებსაც ე.წ. სიკვდილის ბრიგადები სასტიკად გაუსწორდნენ.
"ჩვენმა შვილებმა მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ" - ამბობს ნადირაშვილი და იქვე დასძენს, რომ განვითარებული მოვლენების უკან ხელისუფლების "ხელისუფლების სრული აგონია" შეინიშნება.
ხელისუფლება როგორც მოქმედებს მარტივად საცნობია, რომ ისინი აგონიაში არიან და გეგმაც კი არ აქვთ. ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მალე ჩააქრონ ცეცხლი. ჩვენ აქ ვდგავართ ყველა იმ მშობლის სახელით, ვისი შვილიც სასიკვდილოდ სცემეს, ვისი შვილიც ციხეში ჩააგდეს. ჩვენ აქ მოვედით სიმბოლურად. მშობლებო, თუ არ გინდათ, რომ კადიროვის ქვეყანაში გაიღვიძოთ და თქვენ შვილებს ისე არ გაუსწორდნენ, როგორც გუშინ ლეონიძის ქუჩაზე გაუსწორდნენ იმ ადამიანს, ყველას ვალია, დღეს იდგეს გარეთ. ჩვენმა შვილებმა მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ ვიქნებით ფარები და კედელი ჩვენი შვილების", - ამბობს ირმა ნადირაშვილი.