ქაშვეთის კარი საპროტესტო აქციების დროს დაიკეტება
ქაშვეთის კარი საპროტესტო აქციების მსვლელობისას დაიკეტება - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიზეზად „ექსცესების თავიდან აცილებას“ ასახელებს.
„10 მაისს ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.