ეს არა სახელმწიფო, არამედ ივანიშვილის დუქანია... რუსული კანონი არ უნდა იყოს მიღებული! - ხაზარაძე
ეს არა სახელწიფო, არამედ ივანიშვილის დუქანია... რუსული კანონი არ უნდა იყოს მიღებული! - "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ევროპულ მარშზე დგას. მასთან ერთად იმყოფებიან მისი თანაგუნდელები.
ხაზარაძის თქმით, მუდამ გვერდში დაუდგებიან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში წინა ხაზზე დგანან.
"ლელოს" ლიდერის განცხადებით, მშვიდობიანი პროსტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საშიში კანონი უკან არ იქნება გაწვეული და იცვანიშვილი მოსკოვში გასტუმრებული.
მთავარი სათქმელი არის, რომ რუსული კანონი არ უნდა იყოს მიღებული. ეს არის ჩვენი ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ეს არის რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც ივანიშვილი მის გუნდთან ერთად ატარებს საქართველოში. ეს მშვიდობიანი და კანონიერი ბრძოლა გაგრძელდება. მე და ჩემი ყველა თანაგუნდელი ვდგავართ იმ ახალგაზრდების გვერდით, რომლებიც სამართლიან ბრძოლაში დგანან წინა ხაზზე და არავის არ მივცემთ უფლებას მათი დაჩაგვრის და იმ ძალადობის, რომელსაც სპეცრაზემელები ახორციელებენ ივანიშვილის მეთაურობით. ეს არ არის სახელწიფო, ეს არის დუქანი, რომელიც ივანიშვილმა გახსნა. ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს კანონი არ იქნება გამოტანილი და სანამ ივანიშვილი არ იქნება აქედან გასტუმრებული მოსკოვში. ისე ეთამაშებიან ქართველი ხალხის არჩევანს, რომ შეიძლება საქართველო დარჩეს ვიზალიბერალიზაციის გარეშე. ამას არ დაუშვებს არცერთი საქართველსო მოქალაქე. ", - განაცხადა ხაზარაძემ.