არა რუსულ კანონს - საქართველო ქუჩაშია
არა რუსულ კანონს, კი ევროპას! - საქართველო ქუჩაშია. ევროპული მარში სამი ლოკაციიდან დაიწყო. ათი ათასობით ადამიანი ევროპის მოედნისკენ მიემართება.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეები 300 არაგველიდან და მარჯანიშვილის მოედნის ტერიტორიიდან უკვე დაიძრნენ.
300 არაგველზე პარტია "ახალის" წევრები შეიკრიბნენ და მოქალაქეებთან "ევროპის მოედნისკენ" ფეხით მიემართებიან.
მსვლელობა უკვე დაიწყო მარჯანიშვილის მოედანსა და რესპუბლიკის მოედანზე.
მეოთხე ლოკაცია კი საიდანაც მსვლელობა შედარებით ადრე დაიწყო, "ექსპო ჯორჯიაა". იქიდან დღეს მშობლების მარში დაიწყო "რაც შვილებს უნდათ" - ამბობენ მშობლები.