ამ ხნის ქალი ვდგავარ დროშით, მინდოდეს თავისუფლება და ვერ ვეღირსო, რატომ? - ყველა თაობა ევროპულ მარშზე
ამ ხნის ქალი ვდგავარ დროშით, მინდოდეს თავისუფლება და ვერ ვეღირსო, რატომ? რა დავაშავე? -ევროპული მომავლისთვის ბრძოლამ ქუჩაში უფროსი თაობა გამოიყვანა.
ახლა ყველა თაობა ევროპულ მარშზე დგას, დგას ბრძოლის შემართებით, შვილების, შვილიშვილების უკეთესი მომავლის იმედით და ამბობს, რომ ამ მომავალს სიცოცხლის ფასად არ დათმობენ.
დღეს სახლში ჯდომა ღალატის ტოლფასია. სრულიად საქართველო უნდა გამოვიდეს და ავლაგმოთ ეს მთავრობა . რუსულ კანონს არ გავაჭაჭანებთ, არ არსებობს, არ დავთმობთ. ამ ხნის ქალი ვდგავრ დროშით. როდემდე, როდემდე? მინდოდეს თავისუფლება და ვერ ვეღირსო, რატომ, რა დავაშავე?- ამბობს აქციის მონაწილე.
ევროპული მარში სამი ლოკაციიდან დაიწყო. ათი ათასობით ადამიანი ევროპის მოედნისკენ მიემართება.