"ვიდგებით იქ, სადაც თქვენ დგახართ" -კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს სტუდენტების ინიციატივაზე

11.05.24 20:34
"ვიდგებით იქ, სადაც თქვენ დგახართ" -კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს სტუდენტების ინიციატივაზე

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა თსუ-ს სტუდენტებს უერთდება - სტუდენტები ორშაბათიდან  პროტესტის ნიშნად აუდიტორიებს დატოვებენ და პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. 

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებს დატოვებენ და დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს. 
ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით იქ, სადაც თქვენ დგახართ. რადგან ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და მომავალია, რომლის დაკარგვის პირასაც ვიმყოფებით ახლა" ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საგანგებო განცხადებას აკეთებენ - პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან.

შვილების თაობა უარს ამბობს აუდიტორიებში ლექციებზე დასწრებაზე და ორშაბათიდან, რუსთაველის გამზირზე გაუჩერებელ პროტესტს აანონსებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე" - აცხადებენ სტუდენტები და იქვე ამატებენ, რომ 13 მაისის დილის 9 საათიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში იდგებიან.

 

მსგავსი სიახლეები