ბიძინა ივანიშვილო,ვერასოდეს დაგვღლი! - სოფო ჯაფარიძე
ბიძინა ივანიშვილო, ვერასოდეს დაგვღლი! - რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას სოფო ჯაფარიძეც უერთდება - მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი მარშზე საკუთარი სამშობლოს ევროპული მომავლის დასაცავად მივიდა.
"საქართველოს აუცილებლად გავხდით ევროპული ოჯახის ნაწილს" - ამბობს ენმ-ის ლიდერი და იქვე დასძენს, რომ დღევანდელ პროტესტზე ყველა თაობის ადამიანი ერთად დგას.
სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად, რომელიც ქართველი ხალხის დაშინებას ემსახურება, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.
მე არასდროს მახსოვს, ჩვენი ქვეყანა ასეთი ერთიანი. დღეს აქ ვდგავართ ყველა ერთად. დღეს მთელი საქართველო არის ერთიანი. დღეს ქართველი ხალხი არას ვეუბნებით არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ რუსულ ხელისუფლებას. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვანახებთ, რომ ვართ ისეთი ერთიანები, როგორც არასდროს. ჩვენ აუცილებლად გავხდით საქართველოს ევროპული ოჯახის ნაწილს. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ასე ერთ მუშტად შეკრულები, ერთხმად აუცილებლად დავასრულებთ რუსულ ხელისუფლებას, რომელიც ყოველგვარი კანონის ფარგლებს არის გაცდენილი. ცდილობენ, შეგვაშინონ, დაგვღალონ, მაგრამ ვერასდროს შეგვაშინებ ბიძინა ივანიშვილო", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - საქართველო ქუჩაშია. ევროპულმა მარშმა გეზი ოთხი ლოკაციიდან აიღო. მოქალაქეები მეტრო 300 არაგველზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბნენ. ამ წუთებში ათი ათასობით ადამიანი ევროპის მოედნისკენ მიემართება.