"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

11.05.24 21:07
"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა - ადგილზე პოლიცია მას შემდეგ გადაისროლეს, რაც დედაქალაქში ათი ათასობით ადამიანი გუჩაში გამოვიდა და რუსულ კანონს აპროტესტებს. 

"პირველების" კამერამ საპატრარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსი გადაიღო, სადაც სპეცრაზმის თანამშრომლები არიან განთავსებული. 

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ოფისს, იქ შუქი ჩამქრალია და სავარაუდოდ შენობაში არავინ იმყოფება. 

დედაქალაქში ევროპული მარში მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც საღამოს, თბილისის სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და ევროპის მოედნისკენ მსვლელობას აწყობენ.

 

მსგავსი სიახლეები