შსს "ოცნების" ცარიელ ოფისს იცავს - პოლიციის ნაწილი სახეს მალავს

11.05.24 21:57
შსს "ოცნების" ცარიელ ოფისს იცავს - პოლიციის ნაწილი სახეს მალავს

პოლიცია "ქართული ოცნების" ცარიელ ოფისს იცავს - აღსანიშნავია, რომ შსს-ს თანამშრომლები სახეს მალავენ. ნაწილს სამედიცინო ნიღაბი უკეთია, ნაწილს შავი ნიღაბი უკეთია. 

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე, სერგი ბზიშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისთანაა "პირველებს" ეუბნება, რომ საპატრულო პოლიციის უნიფორმაში ცვლილებები არ შესულა, შესაბამისად შსს-ს მაღალჩინოსანი ვერ ხსნს, რატომ უკეთიათ მის თანამშრომლებს პირბადეები. 

მისი თქმით, ბრძანება არ ყოფილა, რომპოლიციას ნიღბები გაეკეთებინა. 

 

მსგავსი სიახლეები