საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს - დანიის ელჩი

11.05.24 23:04
საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს - დანიის ელჩი

თბილისში მიმდინარე ფართომასშტაბიანი მარშის პარალელურად, დანიის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს. 

ენ ტოფტ სორენსენი X-ზე წერს, რომ დანია შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა იქვე ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები  საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

"დანიამ გადაწყვიტა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მისი ამჟამინდელი კურსი. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებასა და უფლებებს" - წერს X-ზე დანიის ელჩი, ენ ტოფტ სორენსენი

მსგავსი სიახლეები