ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს ამ ერის ნებას! - პრეზიდენტი ევროპულ მარშზე

11.05.24 23:29
ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს ამ ერის ნებას! - პრეზიდენტი ევროპულ მარშზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს X-ზე ეხმაურება.

თბილისი ამაღამ თავისუფლების მოედნიდან ევროპის მოედანამდე! ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს ამ ერის ნებას!", - წერს პრეზიდენტი და მარშის ფოტოს აქვეყნებს.

4 საათზე მეტია, თბილისი მშვიდობიანმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მთელი საქართველო ქუჩაში დგას. ხალხი ევროპულ მომავალს რამდენიმე დღეა იცავს. ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის რუსულ კანონს ერთხმად ეუბნება არას. ფართომასშტაბიანი ევროპული მარში 19:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. გაბრაზებული მოქალაქეები 4 ლოკაციიდან დაიძრნენ და ევროპის მოოედნიდან მთავარი სათქმელი გააჟღერეს. მოქალაქეები გაჩერებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ხვალ, 12 მაისს, 22:00 საათიდან პარლამენტთან საქართველოს გაუთენებენ.

ცნობილია, რომ ორშაბათს, დილის 9 საათიდან, "ოცნებამ" რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ჩანიშნა. 

მსგავსი სიახლეები