სხდომა, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა უნდა გაიმართოს, ,,ენმ"-მ დატოვა

15.07.21 12:29
სხდომა, სადაც ცესკო-ს  თავმჯდომარის თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა უნდა გაიმართოს, ,,ენმ"-მ დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობისა და თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენას ,,ნაციონალური მოძრაობა" არ დაესწრება. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, პროცესი თავიდანვე დაირღვა და კომისიის წევრების არჩევა 2/3-ით ვერ მოხდება: 

ის, რაც ხდებოდა, არ შეუწყობს ხელს მაღალი კონსენსუსით, 2/3-ით კანდიდატების არჩევას და მივიღებთ ისეთ კომისიას, რომელიც 6 თვით შეასრულებს მოვალეობას და საზოგადოებას ამ კომისიის ნდობა არ ექნება“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.