"შიშის უფლება არ გვაქვს" - ევროპულ მარშს მასწავლებლები შეუერთდნენ
ვდგავარ ჩვენი მოსწავლეების გვერდით! - ევროპულ მარშს მასწავლებლები შეუერთდნენ. პედაგოგები ამბობენ, რომ "შიშის უფლება არ აქვთ".
"მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის"- ამ წარწერით მოვიდნენ პედაგოგები რუსთაველის გამზირზე. მათ გამოჩენას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაშუი და ოვაციები მოჰყვა.
55-ე საჯარო სკოლის პედაგოგი TV პირველს ეუბენბა, რომ შიშის დრო არ არის:
ჩვენ არ გვაქვს შიშის უფლება, ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ, ამას ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის, ჩემი მოსწავლეებისთვის, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის"- აცხადებს 55-ე საკარო სკოლის მასწავლებელი, ნუგზარ სადიკოვი.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი ამბობს, რომ ქვეყნის ადგილი ევროპაშია და არა ოკუპანტ რუსეთში.
ვდგავარ ჩემი ხალხის, ჩემი მოსწავლეების გვერდით, მათთან ერთად ვდგავარ თავისუფლებისთვის. იმ ღირებულებებისთვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა გააჩნდეს"- აღნიშნა პედაგოგმა.