როგორ დაიჭირა ხელისუფლებამ კუნძულ ზმეინის გმირი? - ვინ არის გიორგი შანიძე

როგორ დაიჭირა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კუნძულ ზმეინის გმირი? - საუბარია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ გიორგი შანიძეზე.
34 წლის კაცი, თითქმის მთელმა მსოფლიომ მაშინ გაიცნო, როცა რუსეთის მიერ დაპყრობილი კუნძული ზმეინის გათავისუფლების კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
ბიჭი ნავში, რომელიც დრონით ისტორიას უმნიშვნელოვანეს მოვლენას აღბეჭდავს სწორედ, 34 წლის გიორგი შანიძეა.
გიორგი გადაღებული კადრებია ზმეინის აღების კადრები. გამარჯვების მომენტში კუნძულ ზმეინიზე იყო საქართველოს დროშა. გიორგი შანიძემ ისტორიას დაუტოვა კადრი სადაც ჩანს, რომ ოკუპანტებისგან კუნძულის გათავისუფლების ოპერაციაში საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა.
დაკავებულის დედა, ლილი საგანელიძე "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მისი შვილი მისი შეგნებული ცხოვრება უსამართლობას ებრძვის.
გიორგი შაინიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამნაშავედ გამოაცხადა და ბევრი წლით ციხეში გაშვებას უპირებს.
ირკვევა, რომ 34 წლის ბიჭი უკრაინაში გამოჩენილი მამაცობისთვის ომში მყოფი ქვეყნის პატრიარქმა ღირსების ორდენით დაასაჩუქრა.
დაკავებულის დედა "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ მისი შვილი დრონით მუშაობდა შოვშიც - დამანგრეველი სტიქიის დროს მაშველებს მიწის მასაში დამარხული ადამიანების ძებნაში ეხმარებოდა.
20 ივნისი, 7-9 მარტი და ახლა უკვე აპრილის გამოღვიძება, ლალი საგანელიძის თქმით, მისი შვილი იდგა ყველგან.
შინაგანს საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ 34 წლის გიორგი შანიძემ სახელმწიფო ქონება დააზიანა. ზარალის ოდენობა ათასი ლარია. მოსამართლეს რა თქმა უნდა შეეძლო ის გირაოთი გამოეშვა, მაგრამ რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქე ციხეში გაუშვეს.