საქალაქო სასამართლოში უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის პროცესი იმართება - მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართოლოში უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი ცოლ-ქმრის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. სათამაშო თოფების ფლობის ბრალდებით დაკავებულ აბაშიძეს ახლა ბრალი დაუმძიმეს და პირადი ცხოვრების ხელყოფასაც ედავებიან.
მოსამართლემ სხდომა დახურა. გამოძიება ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მომხრე ბლოგერი საკუთარ ცოლთან ერთად სხვებს ინტიმური შინაარსის კადრებს ფარულად უღებდნენ და მასალებს ინახავდნენ.
ადვოკატი ამბობს, რომ პაროკურატურის მხრიდან პატიმრობის შუამდგომლობას ელოდება, თუმცა აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმება. შოთა თუთბერიძე დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან, მისი თქმით, ხელი გაუთქმელობაზე აქვს მოწერილი.
ველოდები, რომ იქნება პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურის მხრიდან თუ გავისთვალისწინებთ ბოლო დღეებში მიმდინარე პრაქტიკას და პროცესებს. ჩვენი პოზიცია უნდა აზუსტდეს კიდევ ერთხელ ბრალდებულთან იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი დროს მასალების გასაცნობად, მითუმეტეს, თქვენ იცით, რომ უჩა აბაშიძის შემთხვევაში საქმის მასალები, მათ შორის ჩხრეკის ოქმი გადმოგვეცა რამდენიმე დღიანი დაგვიანებით, კანონის დარღვევით, თუმცა, ბუნებრივია, პატიმრობის შუამდგომლობას ჩვენ არ დავეთანხმებით. მე არ შემიძლია საქმის დეტალებზე და შინაარსზე საუბარი, იმიტომ, რომ პროკურატურამ მოგვაწერინა ხელი გაუთქმელობაზე, - ამბობს შთა თუთბერიძე.